ტიტე: ნეიმარი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ შეუცვლელი არ არის

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ გუნდში თავდამსხმელ ნეიმარის როლზე ისაუბრა.

"ნეიმარს შეუძლია ჩვენი თამაში წარმატებულად წარმართოს. ისეთ რამეებს აკეთებს, რაც სხვებს არ შეუძლიათ.

ასეთია, როდესაც სრულ წესრიგშია, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ შეუცვლელი არაა", - ციტირებს ტიტეს Goal-ი.

შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრებმა ამერიკის თასი ტრავმირებული ნეიმარის გარეშე მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული