ტელეარხების რიგი ბელარუსის ჩემპიონატს - მალე საქართველოშიც?

AutoSharing Option
ბელარუსის პრემიერლიგას თავისი არსებობის ისტორიაში ასეთი პოპულარობა არ ჰქონია. ჩემპიონატის შესახებ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები წერენ და მათი მატჩები ყურადღების ეპიცენტრშია.

ქვეყანაში, სადაც კორონავირუსით 152 ადამიანი დაინფიცირდა, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით, საფეხბურთო ჩემპიონატი არ ჩერდება.

ამან გარკვეული სარგებელიც მოუტანა "თეთრ რუსებს", ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ჩემპიონატის ტრანსლაცია 10-ზე მეტმა ქვეყანამ უკვე იყიდა (რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, ინდოეთი და ა.შ.) და კიდევ ბევრი ცნობილი ტელეარხი აანონსებს, რომ მალე მათ ეთერშიც გავა ბელარუსთა მატჩები.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბელარუსის ჩემპიონატის ტრანსლაცია შეიძლება ქართულმა "სილქ ტვ"-მაც იყიდოს.

ბელარუსის ჩემპიონატში სამი ქართველი თამაშობს: ლაშა შინდაგორიძე და გიორგი დიასამიძე - "შახტიორში", ხოლო გიორგი ქანთარია - "ნემანში". რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონატის დონეს, ევროპაში 25-ე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
სომხეთის ჩემპიონატი ჯობია ბელორუსულს. სომხები ყველაფერში მაგრები ვართ. მალე რაგბიშიც მაგრები ვიქნებით.
სამველ ავოიანი
10:04 02-04-2020
3
რას იყიდიან, რატომ იყიდიან, ვისთვის იყიდიან?

ვის აინტერესებს ბელორუსების ჩემპიონატი? ტოტალიზატორისთვის თუ უნდათ, არ ვიცი..
იდალგო
17:42 31-03-2020
1

სიახლეები პოპულარული