ბელარუსის პრემიერლიგას თავისი არსებობის ისტორიაში ასეთი პოპულარობა არ ჰქონია. ჩემპიონატის შესახებ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები წერენ და მათი მატჩები ყურადღების ეპიცენტრშია.
ქვეყანაში, სადაც კორონავირუსით 152 ადამიანი დაინფიცირდა, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით, საფეხბურთო ჩემპიონატი არ ჩერდება.
ამან გარკვეული სარგებელიც მოუტანა "თეთრ რუსებს", ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ჩემპიონატის ტრანსლაცია 10-ზე მეტმა ქვეყანამ უკვე იყიდა (რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, ინდოეთი და ა.შ.) და კიდევ ბევრი ცნობილი ტელეარხი აანონსებს, რომ მალე მათ ეთერშიც გავა ბელარუსთა მატჩები.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბელარუსის ჩემპიონატის ტრანსლაცია შეიძლება ქართულმა "სილქ ტვ"-მაც იყიდოს.
ვის აინტერესებს ბელორუსების ჩემპიონატი? ტოტალიზატორისთვის თუ უნდათ, არ ვიცი..