ტელეარხების რიგი ბელარუსის ჩემპიონატს - მალე საქართველოშიც?

AutoSharing Option
ბელარუსის პრემიერლიგას თავისი არსებობის ისტორიაში ასეთი პოპულარობა არ ჰქონია. ჩემპიონატის შესახებ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები წერენ და მათი მატჩები ყურადღების ეპიცენტრშია.

ქვეყანაში, სადაც კორონავირუსით 152 ადამიანი დაინფიცირდა, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით, საფეხბურთო ჩემპიონატი არ ჩერდება.

ამან გარკვეული სარგებელიც მოუტანა "თეთრ რუსებს", ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ჩემპიონატის ტრანსლაცია 10-ზე მეტმა ქვეყანამ უკვე იყიდა (რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, ინდოეთი და ა.შ.) და კიდევ ბევრი ცნობილი ტელეარხი აანონსებს, რომ მალე მათ ეთერშიც გავა ბელარუსთა მატჩები.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბელარუსის ჩემპიონატის ტრანსლაცია შეიძლება ქართულმა "სილქ ტვ"-მაც იყიდოს.

ბელარუსის ჩემპიონატში სამი ქართველი თამაშობს: ლაშა შინდაგორიძე და გიორგი დიასამიძე - "შახტიორში", ხოლო გიორგი ქანთარია - "ნემანში". რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონატის დონეს, ევროპაში 25-ე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
სომხეთის ჩემპიონატი ჯობია ბელორუსულს. სომხები ყველაფერში მაგრები ვართ. მალე რაგბიშიც მაგრები ვიქნებით.
სამველ ავოიანი
02 აპრილი 2020 10:04
3
რას იყიდიან, რატომ იყიდიან, ვისთვის იყიდიან?

ვის აინტერესებს ბელორუსების ჩემპიონატი? ტოტალიზატორისთვის თუ უნდათ, არ ვიცი..
იდალგო
31 მარტი 2020 17:42
1
ქართველი ლეგიონერების გადამკიდე უამრავი ქვეყნის ჩემპიონატი მაქვს ნანახი(კვიპროსის,ყაზახეთის,პოლონეთის და სხვა)მაგრამ ასეთი დაბალი დონე არსად მინახავს, როგორიც ბელარუსშია! ჩვენი ჩემპიონატი სჯობს!
kaxa
31 მარტი 2020 17:15
1
მართალი ხარ
kori
31 მარტი 2020 22:51
0
ტყუილა იყიდიან, არ უწერია მაგ ჩემპიონატს დიდი დრო.
.
31 მარტი 2020 14:58
5
თავიანთი ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებთან შეხვედრისათვის არ შეაჩერეს,რადგან ნაკრების წევრების უმრავლესობა შიდა ჩემპიონატში თამაშობს და საქართველოსთან შეხვედრის დროს უნდათ მათი მომზადების დონე საქართველოს ნაკრებზე მაღალი იყოს,თუ შეხვედრა იმ დროს ჩატარდა,როგორც დაანონსებულია,ეს მართლაც ასე იქნება,ისე რას ვერჩით,ღმერთმა ხელი მოუმართოთ და კორონავირუსობა მშვიდობით გადაატანიოთ,ისინი თავისას ცდილობენ,ჩვენ ჩვენი უნდა ვეცადოთ,პირველ რიგში მშვიდობა და კორონაზე გამარჯვება საქართველოს.
ნიანია ბაკურიანი
31 მარტი 2020 14:47
2
დაღუპავს ერს ეს უბედურ დღეზე გაჩენილი
ვახო
31 მარტი 2020 14:43
8
ქართულ ტელევიზიებში ათასი მთხლეობები გადის და ესღა გვაკლდა :-)
:-)
31 მარტი 2020 13:51
5
ra sayurerebeli ki eg ari androidze uyure amascin erti ati cuti dd svarkaaa ra

zaza
31 მარტი 2020 12:23
1
მაგარი კაცია ლუკაშენკო, კარანტინი არა ჩემი ყ... მაგრად წაწევს წინ ბელარუსის ეკონომიკასაც და ჩემპიონატსაც ყველა გაჩერებულია. ორი მხარე აქვს კარგიც და ცუდიც ვისაც როგორ უნდა ისე შეხედავს და დაინახავს!
nika
31 მარტი 2020 12:22
32
დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები. ლუკაშენკო არამარტო პრეზიდენტის პოსტს დაკარგავს, ის გასამართლდება როგორც სახელმწიფო დამნაშავე!
დავით 67
01 აპრილი 2020 07:50
1
რა რუსი რის რუსი, რუსებს მონღოლებს ეძახდნენ თავდაპირველად მერე შერჩათ ეგ ტერმინი სხვა ხალხს. რუსები სკანდინავიელები არიან წარმოშობით. ბელორუსები და უკრაინელები სხვა ხალხი.ხალხი გენეტიკური კვლევით ესეა. არანაირი სლავები არარსებობენ. გერმანელები არიან ფრანგები. ინგლისელები. აღმოსავლეთ სლავებს რომ ეძახიან. ჰოლანდიელები. ბელგიელები. დოიჩეები არიან ანგლო საქსები. მარტო იტალიელები და ესპანელები არიან ევროპაში სხვადასხვა ხალხი. დანარჩენი გერმანელები. თავად ვიკინგი სკანდინავიელებიც დნმით გერმანელები იყვნენ დანიიდან გადასული. უკრაინელები და ბელორუსები ბალტიელები, პოლონელები, ავსტრიელები გერმანული წარმოშობის ხალხია. დნმით და ენით ბევრ შემთხვევაში. ისტორიკოსი ვარ და მაგის მეტი რავიცი.
ისტორია ვივა
31 მარტი 2020 11:42
21
ისტორიკოსს-ს! სად ასწავლის და წისქვილში! ))
ვიკინგი
01 აპრილი 2020 07:54
0
ძმაკაც, შენ სად ასწავლი ისტორიას?
ისტორიკოსს
31 მარტი 2020 21:24
3
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული