"აიაქსმა" კომიდან გამოსულ ფეხბურთელს კონტრაქტი შეუწყვიტა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც აბდელჰაკ ნურის ძმამ კომენტარი გააკეთა ფეხბურთელის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, ამსტერდამის "აიაქსმა" მოთამაშესთან კონტრაქტი გაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის ვადა ამა წლის ზაფხულამდე გრძელდებოდა, თუმცა კლუბმა ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "აიაქსი" ფეხბურთელის ოჯახს 4,5 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა ნურის მხარე გაცილებით მეტს ითხოვს.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ამსტერდამული კლუბის წარმომადგენელებმა ჯერ კიდევ 2018 წელს აღიარეს, რომ დაზარალებულ ფეხბურთელს მოედანზე არასათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მისი ახლანდელი მდგომარეობა, მეტწილად, სწორედ იმ შეცდომითაა განპირობებული.

მკითხველის კომენტარები / 2 /
"აიაქსი" ფეხბურთელის ოჯახს 4,5 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა ნურის მხარე გაცილებით მეტს ითხოვს. - ეს უკვე ნაგლობაა
გიო
16:27 31-03-2020
8
ამსტერდამული კლუბის წარმომადგენელებმა ჯერ კიდევ 2018 წელს აღიარეს, რომ დაზარალებულ ფეხბურთელს მოედანზე არასათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მისი ახლანდელი მდგომარეობა, მეტწილად, სწორედ იმ შეცდომითაა განპირობებული.
1111
20:15 31-03-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული