ქვეყანაში, სადაც კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ჩემპიონატი იწყება

AutoSharing Option
შაბათს, 4 აპრილს, ტაჯიკეთში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი სუპერთასისათვის გასამართი მატჩით იწყება, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი "ისტიკლოლი" ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორ "ხუჯანდს" შეხვდება.

აღნიშნული მატჩი ცენტრალურ რესპუბლიკურ სატადიონზე დუშანბეში, მაყურებლის გარეშე ჩატარდება, 5 აპრილს კი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩებიც გაიმართება. კიდევ 3 შეხვედრა 8 აპრილს არის ჩანიშნული.

აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთში ჯერჯერობით კორონავირუსით დაინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ ყოფილა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ტაჯიკეთში ინფიცირებულებიც იქნებიან, გარდაცვლილებიც, მაგრამ იქ არც ლაბორატორიაა, არც მაღალი დონის სპეციალისტები, რომ გამოიკვლიონა. გადაივლის, რაღაც რაოდენობა დაიღუპება, მაგრამ ეგ არავის ანაღვლებს. იმ ქვეყანაში არც ტურისტი ჩადის, არც რაიმე ინტერესია, გარდა იმისა, რომ ნარკოტრაფიკია!
ზურა
11:52 02-04-2020
2
ტაჯიკეთი ისეთ ტუპიკია რომ არავინ ჩადის და ვინც გადის ისინიც აღარ ბრუნდებიან. ასევეა თურქმენეთიც, ჩაკეტილი ქვეყანაა და საერთოდ არ ყავთ დაიმფიცირებული. ასე რომ მათი მედიცინა და ჯანდაცვა არაფერ შუაშია.
G.LA
20:31 01-04-2020
4

სიახლეები პოპულარული