"ბაიერნმა" ბოატენგი კარანტინის დარღვევის გამო დააჯარიმა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" გადაწყვიტა, საკუთარი ფეხბურთელი ჟერომ ბოატენგი კარანტინის დარღვევისთვის დაეჯარიმებინა.

"ბოატენგმა კლუბის წესები დაარღვია. ამ მოცემულობაში მან არა მხოლოდ კლუბის, არამედ სახელმწიფოსა და ჯანდაცვის დირექტივებიც არ დაიცვა. კლუბი სამართლიანად თვლის მის დასჯას." - ნათქვამია "ბაიერნის" განცხადებაში.

ჯარიმის ფასი არ საჯაროვდება, თუმცა ის გადაირიცხება მიუნხენის საავადმყოფოების ბიუჯეტში, რომლებიც ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

შეგახსენებთ, ამ კვირაში ბოატენგმა დაარღვია კარანტინის წესები და მიუნხენი-ლაიპციგის გზაზე საგზაო შემთხვევა მოუვიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული