ქართველების თანაგუნდელში "არსენალი" 17.5 მილიონს იხდის

AutoSharing Option
"გენტის" თავდამსხმელ ჯონათან დავიდის სამსახურით "არსენალი" სერიოზულად დაინტერესდა, - ამ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, "არსენალი" მზადაა ტრანსფერში 17.5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს და ფეხბურთელი ლონდონურ გუნდში გადასვლაზე თანახმაა.

ამ სეზონში 20 წლის კანადელმა "გენტში" ჩატარებულ 40 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან თავისი ქვეყნის ნაკრებში 12 შეხვედრაში 11-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

დავიდის სამსახურით, რომელსაც ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, აგრეთვე "დორტმუნდია" დაინტერესებული.

გუშინ ბელგიის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო დასრულებულად გამოცხადდა და "გენტი", რომლის ღირსებასაც
გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ, ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარი რებუსული სათაურია. ტვინის სავარჯიშოდ არაუშავს.
გიორგი
15:42 10-04-2020
0
შარშან ჩაკვე იყო ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში. ანალოგიური სეზონი და სტატისტიკა ჰქონდა გიოს კლუბშიაც და ნაკრებშიც. ზუსტად იგივე მეორდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დავიდი გადავა რომელიმე უკეთეს კლუბში. ჩაკვეს სანამ ტრავმა არ აეკიდა იქამდე წელეს მისი ტრანსფერი გენტმაც და გახოკიძემაც... ისე, დღევანდელი რეალობის ფონზე ამხელა ფული რომელიმე კლუბმა გადაიხადოს ძალიან საეჭვოა კია.
ანესთეზეოლოგი
19:52 03-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული