პრემიერლიგის ერთ-ერთმა კლუბმა სეზონის დასრულების ვარიანტად ჩინეთი აირჩია და ყველასგან უარი მიიღო

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობა კლუბების წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მუშაობს სეზონის დასრულების რაციონალური გეგმის შემუშავებაზე.

The Athletic-ის ცნობით, ერთ-ერთმა გუნდმა ინიციატივა გამოიჩინა, რომ სეზონი საზღვარგარეთ, კერძოდ კი, ჩინეთში დაესრულებინათ. ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კლუბები გაემგზავრონ უსაფრთხო ადგილას და არსებული ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდეს პრემიერლიგის დონეს. ამასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურს შეღავათსაც გაუკეთებდნენ, რამდენადაც სავარჯიშო ბაზები დროებით ჰოსპიტლებად გადაკეთდებოდა.

გამოცემის თანახმად, დანარჩენმა 19-მა გუნდმა ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. შეგახსენებთ, პრემიერლიგა არაუადრეს 2 მაისისა განახლდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანტაქტიდაზე, იქ არაა ვირუსი
buba
14:16 03-04-2020
1

სიახლეები პოპულარული