უიშვიათესი შემთხვევა - ნეიმარმა მისაბაძი საქციელი ჩაიდინა

AutoSharing Option
პსჟ-ის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ანონიმურად 775 000 გირვანქა სტერლინგი გადარიცხა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანხის ნახევარი ნეიმარმა "იუნისეფს" გადაურიცხა, ხოლო ნახევარი კი - ბრაზილიურ ფონდს. ფორვარდმა აღნიშნული ნაბიჯი ანონიმურად გადადგა, თუმცა ბრაზილიელმა წამყვანმა კრის ფლორესმა საჯაროდ ისაუბრა ნეიმარის ამ მოქმედებაზე.

"ნეიმარმა გასულ კვირაში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 775 ათასი ფუნტი გაიღო. ნაწილი "იუნისეფს" ჩაურიცხა, ნაწილი - ბრაზილიელი მხატვრების მიერ შექმნილ ფონდს.

მან ეს ყველაფერი ანონიმურად გააკეთა, თუმცა ჩვენ ამ ფაქტის შესახებ საჯაროდ საუბარი გადავწყვიტეთ. კარგი საქმეების შესახებ საზოგადოებამ უნდა
იცოდეს", - განაცხადა ფლორესმა.

altრობერტო კარლოსი: ჩემი ნება რომ იყოს, ნეიმარი უკვე იქ იქნებოდა...

altტიტე: ნეიმარი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ შეუცვლელი არ არის

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ნეტა ბევრი იყოს მაგის გამკეთებელი ჩვენთან რასაკვირველია, სხვა თავის საქმეს მიხედავს!! გააკეთონ, მიუვიდეს გაჭირვებულებს,მაგრამ საქმე ის არის რომ ან დანიშნულების ადგოლამდე არ მივა ან მიზერი შეიძლება მივიდეს!! გააკეთონ და ჯანდაბას შეაქოს ხალხმა, მარა ჩანს რომ ამის ხალხი ჩვენთან არის,!!??
ზ,გ.
08:00 07-04-2020
0
ფაჩულიამ და კალაძემ ნეტავ რამდენი ჩარიცხეს?
nukri
01:12 04-04-2020
9

სიახლეები პოპულარული