რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (კალანტარიანი) მოსკოვის "სპარტაკის" დიდი გულშემატკივარია. ცნობილი ჟურნალისტი ვასილი უტკინი არ გამორიცხავს, რომ ის ფარულად ამ კლუბის აქციების მფლობელია. ეს მან "იუთუბის" არხზე ინტერვიუში განაცხადა.
- თუ რასაც ამბობენ სიმართლეა, "სპარტაკის" აქციების 30% ლავროვის სიძეს ეკუთვნის. როდესაც აქციები ხელისუფლების წარმომადგენლის ხელშია, ეს კლუბის კეთილდღეობისთვის კარგია?
- ჩვენ ამის ცოდნა არ შეგვიძლია. ეს ყველაფერი შიდა მოლაპარაკების საკითხია. მეც ბევრჯერ გამიგია, რომ ლავროვს "სპარტაკის" ქონებასთან საერთო აქვს. არ მიკვირს, რომ ხალხი ამაზე ლაპარაკობს.