კარანტინის დარღვევის გამო პრიიოვიჩს სამთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს

AutoSharing Option
სერბეთის ნაკრების თავდამსხმელი ალეკსანდარ პრიიოვიჩი კარანტინის დარღვევისათვის დააპატიმრეს.

პრიიოვიჩი 17-18 ადამიანთან ერთად კაფეში იმყოფებოდა. სასამართლომ მას სამთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა. ფეხბურთელთან ერთად იმყოფებოდნენ სერბი მომღერალი რადიშა ტრაიკოვიჩი და მისი მეუღლე, რომლებიც აგრეთვე დასაჯეს.

29 წლის პრიიოვიჩი საუდის არაბეთის "ალ-იტიჰადის" ღირსებას იცავს - ამ სეზონში 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სერბეთში კორონავირუსის 1 476 შემთხვევა დაფიქსირდა. 39 ადამიანი გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული