ხავი: ისტორიაში რონალდინიოზე უკეთესი ფეხბურთელი მხოლოდ ერთია...

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად "ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ფეხბურთის ისტორიაში ბრაზილიელ ვარსკვლავ რონალდინიოზე უკეთესი მხოლოდ ერთი ფეხბურთელია.

"რონალდინიო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. შესაძლოა, მას სტაბილურობა არ ეყო, როცა ფორმის პიკზე ავიდა. ჩემი აზრით, რონალდინიოზე უკეთეს მხოლოდ მესია, რადგან ლეომ სტაბილურობა წლების განმავლობაში შეინარჩუნა.

ლეო საერთოდ, საუკეთესოა ვისაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია, თუმცა რონალდინიო ერთ-ერთი საუკეთესოა,"- აღნიშნა ხავიმ.

მომზადებულია Globo Esporte-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 5 /
ხავი ეტყობა ეს დიკტატორი ლესი გაიზულებს ასეთი რამე დაცერო თორემ რონალდინიო რომ საუკეთესოა ორივეზე ამას ბრმაც დაინახავს და შენ ვერ ხედავ არმჯერა მაგის სიმართლე თვალის სინათლეაოოოო ეს ლესი არიქნებოდა და არც ეს ბარსა რონალდინიო და რაიკაარდი რომარ ყოპილიყვნენ ეს ყველას ავიცყდება რატომღაც
3
რონალდინიო იყო ფენომენი შემოქმედი რონის თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იყო არავინ არ იცოდა და ყველა მოელოდა რას მოიგონებდა და გააკეთებდა რა ფინტს დახატავდა რონალდოს და მესის თამაშში ეს არააა და რონალდინიოს დონემდე ამით ვერ მივლენ
Gaguuuu
01:06 06-04-2020
1

სიახლეები პოპულარული