ხავი: ისტორიაში რონალდინიოზე უკეთესი ფეხბურთელი მხოლოდ ერთია...

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად "ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ფეხბურთის ისტორიაში ბრაზილიელ ვარსკვლავ რონალდინიოზე უკეთესი მხოლოდ ერთი ფეხბურთელია.

"რონალდინიო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. შესაძლოა, მას სტაბილურობა არ ეყო, როცა ფორმის პიკზე ავიდა. ჩემი აზრით, რონალდინიოზე უკეთეს მხოლოდ მესია, რადგან ლეომ სტაბილურობა წლების განმავლობაში შეინარჩუნა.

ლეო საერთოდ, საუკეთესოა ვისაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია, თუმცა რონალდინიო ერთ-ერთი საუკეთესოა,"- აღნიშნა ხავიმ.

მომზადებულია Globo Esporte-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 5 /
15 celi stabilurad umaglesi donis fexburti mesim da krishtianom itamasha, amis baleshiki da imis fani arvici me, es faqtia ricxvebshi asaxuli, matematika ki zusti mecnierebaa. Tugindat idavet magram faqti esetia
Milani
16:11 05-04-2020
1
კი ხავი ალბათ სიზმარი იხილე. პელე,მარადონა. რონალდინიოზე მაგარი მხოლოდ ეს ორი ფეხბურთელია. მესიზე უკეთესი კი კიდევ ორი რონალდო.
მადრიდისტა
15:32 05-04-2020
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული