ხავი: "ბარსელონას" მწვრთნელობა მინდა, ოღონდ სრული დამოუკიდებლობით და ყველაფრის ნულიდან დაწყებით

AutoSharing Option
La Vanguardia-სთვის მიცემულ ინტერვიუში "ალ სადის" მწვრთნელმა ხავიმ "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

"მე არ ვმალავ, "ბარსაში" დაბრუნება მინდა. ამ იდეით აღფრთოვნებული ვარ. რამდენიმე წლის წინ ამისათვის მზად არ ვიყავი, ახლა კი გამოცდილება მივიღე. თუმცა, კლუბის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ყველაფრის ნულიდან დაწყება და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება მსურს.

პრობლემები არა მაქვს, არ ვიმალები და უკან არ ვიხევ. იმ ხალხთან მინდა ვიმუშაო, რომლებიც ჩემდამი ლოიალურად არიან განწყობილნი და ავტორიტეტები გახლავთ. გუნდში არაჯანსაღი ატმოსფერო არ უნდა იყოს.

ვისაუბრეთ გუნდის ყოფილ კაპიტან კარლეს პუიოლზე და
კარგ ბიზნესმენ ხორდი კრუიფზე, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს.

მე გუნდური ადამიანი ვარ და არ მინდა, გადაწყვეტილებები მარტომ მივიღო. ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ. ეს ჰორიზონტალური სტრუქტურაა, სადაც ბევრი კომპრომისია. ოღონდ, გადამწყვეტი სიტყვა ჩემი უნდა იყოს.

შემადგებლობის დიდი ნაწილი, დაწყებული მეკარე ტერ შტეგენით, არაჩვეულებრივია. მას მსოფლიოში საუკეთესო გოლკიპერად ვთვლი.

ჟორდი ალბა საუკეთესო მარცხენა მცველია, პიკე - საუკეთესო ცენტრალური მცველი, ბუსკეტსი - საუკეთესო საყრდენი, მესი - საუკეთესო ფეხბურთელი.

კიდევ არიან სუარესი და არტური, რომელთაც გუნდში კიდევ 10 წელი შეუძლიათ ითამაშონ. მოკლედ, ძალიან კარგი საძირკველია.

ფლანგზე ნეიმარის ტიპის ფეხბურთელის დამატება მინდა. ეჭვიც არ მეპარება, ფეხბურთის კონტექსტში ეს შესანიშნავი ტრანსფერი იქნებოდა.

ნახევარდაცვაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ გარემარბები გვაკლია. ბევრი არ გვინდა: ჯეიდონ სანჩო და სერჟ გნაბრი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული