კრიშტიანო რონალდო პირველი მილიარდერი ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდება, რომელიც 1 მილიარდი ევროს გამომუშავებას მოახერხებს.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირდათ, 35 წლის პორტუგალიელი მიმდინარე სეზონშივე მაინც გახდება მოქმედი მესამე სპორტსმენი, რომელიც 1 მილიარდ ევროზე მეტის გამომუშავებას შეძლებს.

აქამდე ამხელა თანხის გამომუშავება მხოლოდ 3-მა სპორტსმენმა მოახერხა - გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსმა (2009 წელს), მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა (2015 წელს) და კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა (2015 წელს). აღსანიშნავია, რომ ამ უკანსკნელმა მილიარდიან
ნიშნულს კარიერის დასრულების შემდეგ მიაღწია.

altკაკამ მესისა და რონალდოს შორის საუკეთესო დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 6 /
კრიშტიანო ფეხბურთელი ხომ მაგარია,ამასთან ყველაზე გამორჩეული პერსონაცაა.ხალხისთვის საინტერესოა მისი ცხოვრების ისტორიები რასაც პრესა კარგად იყენებს.ქალები,მეგობრები,ქველმოქმედება,ვარჯიში.35 წლის კაცს ახალგაზრდა ბიჭის სხეული აქვს.ინსტეგრამში 200 მილიონი ხელმოწერით მსოფლიოში ლიდერია.შესაბამისად შემოსავალიც დიდი აქვს.
სუპერ რონალდუ
12:20 06-04-2020
1
და ზოგ ფანს რო მიცე უფლება სადმე 1 მილიონს თუ გადარიცხავს კრიშტი 2 ძეგლს დაუდგამენ მილიონერების და მილიარდერი ადამიანების ნება რომ იყოს რა ადვილად შეიძლება აფრიკაში შიმშილით არ კვდებოდნენ ბავშვები მარა რაც ფრაგმა ექიმმა თქვა ვაქცინის გამოყენების ადგილზე ისეთი დამოკიდებულება აქ 99%-ს თორე მსოფლიოში არაა პრობლება ფულით არ გადაიჭრას ,მარა რამე საშინელება უნდა მოხდეს დედამიწაზე რომ გაახსენდეს მდიდარს ღარიბი
ნოდო
22:40 05-04-2020
0

სიახლეები პოპულარული