"საბურთალოს" ყოფილმა თავდამსხმელმა ოგნიენ როლოვიჩმა "მინსკთან" სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, უკვე ბელარუსის ჩემპიონატის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავი კი ვერაფრით გამოიჩინა. "დეილი მეილთან" 26 წლის მონტენეგროელმა იმაზე დაიჩივლა, რომ კორონავირუსისას იქ ჩემპიონატი არ შეაჩერეს.
"უგუნურებაა, რომ მხოლოდ ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს. ბელარუსში ისე იქცევიან, თითქოს ეს დიდი მნიშვნელობის პრობლემა არ არის და არ უნდა გვეშინოდეს. აქ უცნაური მენტალიტეტია: თუ კორონავირუსის გეშინია, ვაჟკაცი არ ხარ.
ძნელია ფეხბურთზე კონცენტრირება. შენ არ იცი, სად იმყოფებოდა შენი მეტოქე თამაშამდე, ვისთან ჰქონ
და ურთიერთობა. კლუბთან კონტრაქტი გაქვს და ვარჯიშებსა და მატჩებში მონაწილეობაზე უარს ვერ იტყვი, რადგან ოჯახზე უნდა იზრუნო. მოკლედ, ორ ცეცხლს შუა ვარ.
ვფიქრობ, თუ ფეხბურთელები კენჭისყრას ჩაატარებენ, 90% ჩემპიონატის შეჩერებას დაუჭერს მხარს.
ხანდახან მგონია, გამიმართლა, ასეთ დროს აქ რომ ვთამაშობ, ყველა ხომ ბელარუსს უყურებს და შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ. თუმცა, იმასაც ფიქრობ: ღმერთო, ყველგან ვირუსია, ჩვენ კი თამაშს ვაგრძელებთ. ასეთ მომენტებში ცოტა შიში გეუფლება".

სინამდვილეში.
PS პროსტო პაძერჟკა მივეცი, არასპრავედლივი ხელი მოხვდა )))])