
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ზიკომ თანამემამულე თავდამსხმელ ნეიმარზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
"მე მართლა მომწონს ნეიმარი. ის შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ პროფესიონალივით უნდა მოიქცეს.
მაგალითის აღება რონალდოსა და მესისგან მართებს, რომლებიც ფეხბურთით ცხოვრობენ", - განაცხადა ზიკომ "გაძეტა დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.