ცნობილი თურქი მეკარე რუშთუ რექბერი კორონავირუსისგან განიკურნა.
ის 11 დღის წინ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს, თუმცა უკვე გამოჯანმრთელდა. ფეხბურთელის მეუღლემ CNN Turk-ს განუცხადა, რომ რუშთუ თავს უკეთ გრძნობს და სახლში გაწერეს.
რუშთუ "ბარსელონასა" და სხვადასხვა თურქული გუნდის ღირსებას იცავდა, ნაკრებში კი 120 მატჩი აქვს ჩატარებული.