"ლივერპულმა" "ატლეტიკოს" ფანებს ბილეთების საკომპენსაციო თანხა არ დაუბრუნა

AutoSharing Option
ესპანური AS-ის ინფორმაციით, "ლივერპულმა" უარი განაცხადა მადრიდის "ატლეტიკოს" ფანებისთვის ბილეთებში გადახდილი ფულის უკან დაბრუნებაზე.

საქმე ეხებათ მადრიდული კლუბის იმ ფანებს, რომლებმაც ლივერპულში ჩაფრენაზე უარი კორონავირუსის პანდემიის გამო განაცხადეს.

გამოცემის მიხედვით, 11 მარტს მადრიდელთა 290 გულშემატკივარი "ლივერპულსა" და "ატლეტიკოს" შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური დაპირისპირების საპასუხო შეხვედრას არ დაესწრო. მერსისაიდელებმა ფანებს თანხა არ დაუბრუნეს და მათ ნაცვლად, 17 000 ევრო გულშემატკივრებს "ატლეტიკომ" ჩაურიცხა.

ამას გარდა, "ატლეტიკომ" თავის ერთგულ მაყურებელს "ლა ლიგის" მატჩზე დასასწრებ 4500 ბილეთში გადახდილი თანხაც დაუბრუნა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული