შოტლანდიური "რეინჯერსის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ გუნდის მწვრთნელი სტივენ ჯერარადი, ფეხბურთელები და ადმინისტრაცია თავიანთი ნებით დათანხმდნენ ხელფასის 50%-იან შემცირებას.
შეთანხმება გაგრძელდება უახლოესი 3 თვის მანძილზე და 1-ელ ივლისს მხარეები გადახედავენ მას.
ასეთი ზომები "რეინჯერსს" საშუალებას აძლევს, ფინანსური კრიზისის დროს, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, თავისი სხვა თანამშრომლები არ გაათავისუფლოს და ყველა თანამშრომლისთვის შეძლოს შემცირებული ხელფასების გაცემა.
შოტლანდიის ჩემპიონატი 30 ტურის შემდეგ გაჩერებულია. სატურნირო ცხრილის სათავეში "სელტიკი" 80 ქულითაა, ხოლო სტივენ ჯერარდის "რეინჯერსი" მე-2 ადგილზე 67 ქულით განთავსდა.