საბერძნეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ევრო-2004-ის ფინალურ მატჩში პორტუგალიის კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორმა ანგელოს ხარისტეასმა ძველი ტრიუმფი გაიხსენა.
"ევრო-2004-ზე რუსეთის ნაკრებთან მარცხი საბერძნეთისთვის ცივი შხაპივით იყო. ამ მარცხის შემდეგ კონცენტრაცია დავიბრუნეთ.
ოტო რეჰაგელი (საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) სწორედ კონცენტრაციასა და დისციპლინას აყენებდა ყველაზე წინ. ძალიან ბრაზდებოდა, როცა ვინმე ვარჯიშზე, სადილზე ან შეკრებაზე აგვიანებდა.
მწვრთნელი მუდმივად იმეორებდა, რომ ყოველი ჩვენგანი გუნდის წევრი იყო და მოედანზე ყველაფერი სწორედ გუნდის და არა საკუთარი თავის გამო უნდა დაედო.
ფინალის წინ მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა:
თუ ერთ მუშტად შეკრულები ვიქნებით და როგორც ერთი მთლიანი, ისე ვითამაშებთ, გამარჯვებასაც შევძლებთ.
ვფიქრობ, რომ ის საბერძნეთი არა მხოლოდ პორტუგალიას, არამედ ბრაზილიასა და არგენტინასაც გაუმკლავდებოდა", - განაცხადა ხარისტეასმა.