კრესპო: ლაუტაროს შეუძლია ახალი აგუერო გახდეს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ერნან კრესპომ თანამემამულე ფორვარდი ლაუტარო მარტინესი შეაქო.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რა შეუძლიათ ისეთ ოსტატებს, როგორებიც დიბალა და იკარდი არიან, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ჩავწვდით ლაუტაროს შესაძლებლობებს. მას შანსი აქვს, ახალი აგუერო გახდეს.

დრიბლინგით არ გამოირჩევა, თუმცა გუნდზე შესანიშნავად თამაშობს. ყურადღების საკუთარ თავზე გადატანა ეხერხება, გოლებიც ხშირად გააქვს", - ციტირებს კრესპოს Sky Sport Italiа.

ადრე ლაუტაროს აგენტმა თავის კლიენტზე თქვა, რომ მისით "ბარსელონაა" დაინტერესებული, თუმცა "ინტერში" თავს კარგად გრძნობს.
ბრიტანული პრესის ცნობით, არა გამორიცხული, ლაუტარომ "სიტიში" აგუერო
შეცვალოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა ამ ლაუტაროს გააფეტიშებენ და "სუპერ ვარსკვლავად" გახდიან, აი ასე უვარდებათ მერე თავში ლაწირაკ ფეხბურთელებს.
ვერელი
10:15 09-04-2020
0

სიახლეები პოპულარული