თამაშგარესა და ხელით თამაშის წესებში ცვლილებები შევიდა

AutoSharing Option
საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) გარკვეული ცვლილებები შეიტანა ხელით თამაშისა და თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების წესებში და გადაწყვეტილება საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა.

ამიერიდან, ხელით თამაშის განსაზღვრის ხაზი მხრის ნაწილზე გავა, იღლიის გარე მხრის ზოლზე, ხოლო თუ შემტევ ფეხბურთელს ხელზე შემთხვევით მოხვდება ბურთი, ჯარიმა იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ ეს გოლის ან საგოლე მომენტის წინ მოხდება.

ცვლილებები შეეხო თამაშგარეს დაფიქსირების წესსაც, იმ შემთხვევაში, როცა ბურთი შემტევ ფეხბურთელს მცველის ხელიდან მიუვიდა. "თუ დამცველი მოთამაშე განზრახ ითამაშებს ხელით, რის შედეგადაც ბურთი შემტევ ფეხბურთელს მიუვა, მასზე
თამაშგარე მდგომარეობა არ დაფიქსირდება", - წერია დოკუმენტში.

IFAB პუნქტში, რომელიც VAR-ს ეხება, აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ვიდეოასისტენტებმა რჩევა მისცენ მთავარ არბიტრს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც უკანასკნელი იღებს.


მკითხველის კომენტარები / 11 /
კომენტარი დაბლოკეთ, თქვენ ვიზე რა გაქვთ სათქმელი? რა პუტინი და რა ლუკაშენკო, თქვე იმათზე უარესები ხართ!
0
თქვე დალოცვილებო,მცველმა თუ განზრახ ხელით ითმაშა მერე სხვა რამეზე ლაპარაკი შეიძლება,არის თი არა???
....
00:22 10-04-2020
0

სიახლეები პოპულარული