სანამ მესი და რონალდო ისვენებენ - აზიურ ჩემპიონატში ძალიან ეფექტური გოლი გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 8 აპრილს, ტაჯიკეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "დუშანბე-83" საკუთარ მოედანზე "ისტიკლოლს" დაუპირისპირდა და საკუთარ კარში 7 გოლი მიიღო, რომელთაგანაც ერთ-ერთი ულამაზესი გამოვიდა.

შეხვედრის 31-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა მანუჩეხრ ჯალილოვმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და ერთი შეხებით აკრობატულ ნახტომში გადაგზავნა ბურთი "დუშანბე-83"-ის კარში.

მანუჩეხრის თანაგუნდელებმა მასპინძლები ანგარიშით 7:0 დაამარცხეს და ტაჯიკეთის ჩემპიონატის ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მხოლოდ 3 საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები იმართება - ბელარუსის, ტაჯიკეთისა და ნიკარაგუის.

altმოულოდნელობებითა და უჩვეულო ესთეტიკით - დღის "სუპერმატჩი" ავსტრალიაში ჩატარდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული