ბრაზილიელი ლეგენდა: მესის შეცვლა მხოლოდ 1 ფეხბურთელს შეუძლია

AutoSharing Option
ბრაზილიელმა ლეგენდამ, მსოფლიო ჩემპიონმა, ტიაგო და რაფინია ალკანტარების მამამ, მაზინიომ პსჟ-ის ფორვარდ ნეიმარის შესახებ ისაუბრა.

"თუ ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებას ხვალ მოახერხებს, კატალონიელები კმაყოფილები იქნებიან. ეს მესის მიზანმიმართული ცვლილება იქნება. ნეიმარი ხომ მსოფლიოში ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც არგენტინელის შეცვლა შეუძლია.

რაფინია და ტიაგო იზოლირებულნი არიან. ტიაგო ოჯახთან ერთად მიუნხენშია, რაფა კი - ვიგოში. თუ ხვალ მათ "ბარსელონაში" დაბრუნება მოუწევთ, ეს მოხდება. არასდროს უნდა ვთქვათ არასოდეს", - განაცხადა მაზინიომ.

მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული