გახსოვთ "სტანდარდი", რომელმაც "დინამოს" სძლია? - სამოყვარულო კლუბი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: youtube.com/channel/Aleks Chistogan

ქართველი გულშემატკივრისთვის არასასიამოვნოდ გასახსენებელია ევროპის თასების მფლობელთა თასის 1981/82 წლების გათამაშების ნახევარფინალში ლიეჟის "სტანდარდთან" დამარცხება (0:1, 0:1).

"სტანდარდი" ბელგიის უმაღლეს დივიზიონში 1921 წლიდან გამოდიოდა, ქვეყნის ათგზის ჩემპიონია, ახლა კი პროფესიული კლუბის სტატუსი ჩამოერთვა და სამოყვარულო ლიგაში დააქვეითეს.

მიზეზი ისაა, რომ კლუბს ფეხბურთელების წინაშე 1 მილიონ ევროზე მეტი დავალიანება აქვს. კლუბმა განაცხადა, რომ სტადიონს გაყიდის და დავალიანებას დაფარავს, მაგრამ ამით ლიცენზირების კომისია ვერ დაარწმუნა. "სტანდარდი" აპელაციის შეტანას ბელგიის საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებს.

კორონავირუსის გამო ბელგიის ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა, "სტანდარდმა"
კი მეხუთე ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გამარჯვებულებს არ სჯიან, მართალია. მაგრამ:
1) ასე ფეხბურთი არ უნდა ითამაშო.
2) და რაც მთავარია, ეს გამოიგონეს ბელგიელებმა პირველად ჩვენთან და მგონი უკანასკნელად, რადგან არ არსებობს იდეალური სტრატეგია და მითუმეტეს ,,ხელოვნური თამაშგარე,, მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა, ასე იყო მაშინ ჩვენთვის. რაც შეეხება ,,სტანდარტს,, და მის ხიპ) ტახამატას, მაშინდელი დინამო სადაც დააფურთხებდა, იქ მოუგებდა.
100%
14:05 10-04-2020
0
რა დამავიწყებს იმ სიმწარეს, დინამო აბსოლუტურად მოუმზადებელი რომ შეხვდა ბელგიელების ანტიფეხბურთს. ერთი ღირებული შეტევა ჩაატარეს ლიეჟელებმა და ისიც ყარაულის თოფივით გაუვარდათ. ეს თბილისში..
გიორგი
01:03 10-04-2020
1

სიახლეები პოპულარული