The Athletic-ის ცნობით, დორტმუნდის "ბორუსიას" ვინგერი, 20 წლის ჯეიდენ სანჩო მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებები აწარმოოს.
ადრე კლუბის გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოჰან ვატცკემ განაცხადა, რომ გაგებით მოეკიდებოდა სანჩოს გადაწყვეტილებას, თუ ეს უკანასკნელი გუნდის დატოვებას მოისურვებდა.
ასევე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისელები მზად არიან, სანჩოს კვირაში 400 000 ფუნტი გადაუხადონ და გადასცენ 7-ნომრიანი მაისური, რომელიც თავის დროზე ერიკ კანტონას, დევიდ ბექჰემსა და კრიშტიანო რონალდოს ეკუთვნოდათ.