ფეხბურთის მხურვალე გულშემატკივრებისათვის დიდი ვერაფერი ამბავია, თუმცა აღსანიშნავია, რომ 19 აპრილს თურქმენეთის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდება.
ეს იქ ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა სიტყვა "კორონავირუსის" გამოყენებაც კი აკრძალა.
ასე რომ, ბელარუსის, ტაივანის, ტაჯიკეთის, ნიკარაგუისა და ბურუნდის ჩემპიონატების შემდეგ ფეხბურთის ფანებს თურქმენეთის "იოკარი ლიგისათვის" თვალის მიდევნება თუ არა, ანგარიშების ნახვა მაინც შეეძლებათ.