წიტაიშვილი: ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა - ნაკრებში გამოძახებას დიდი ხანია ველი

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი იმედოვნებს, რომ შანსი მიეცემა და უკრაინის ნაკრებში იასპარეზებს.

"მე კიევის "დინამომ" აღმზარდა და U-21-ის ჩათვლით, უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე. თავს ქართველად ვთვლი, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა.

რაც შეეხება ეროვნულ გუნდში გამოძახებას, დიდი ხანია ველი. რაც უფრო მალე და სტაბილურად დავიწყებ "დინამოს" პირველ გუნდში თამაშს, მით უფრო მალე მოვხვდები ნაკრებში. თამაშია საჭირო. ამისათვის დრო და შესაძლებლობა მჭირდება. შემდეგ კი, დაე, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს, მზად ვარ თუ არა", - ციტირებს წიტაიშვილს ua-football.com-ი.

მკითხველის კომენტარები / 42 /
სამწუხაროა, რომ ქართველების ახალი კლასტერი ყალიბდება, რომელთაც ეგრეხებათ ყოველივე ქართული და ქართველური- ესენი ახალი ციციანოვები, კალატოზოვები და ძმანნი მისნი არიან! ჩემთვის ჯიქია მკვდარია და როგორც ვატყობ ესეც(წიტაიშვილი) უწვება გვერდზე! ეტყობა, რომ თქვენი მშობლები არ ვარგოდათ კაცებად, შვილებიც არაკაცებად დაზარდეს...
rama
10:20 21-08-2020
1
ნუ გაულაითებთ რა და სხვასაც ნუ წავახალისებთ ამგვარ განწყობისათვის .,, ქართველი ვარ , მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა " - ნიშნავს ვაჭრობას ! ვინც მეტს მაძლევს , იმისი ვარო . ეგ ქართველობა აღარაა ბატონო ჩემო . მაგისთანები ვერ გამოადგებიან საქართველოს ნაკრებს და თავისთვის იყვნენ , წარმატება მისურვებია . ფერეიდანელმა ქართველებმა რაღა თქვან მაშინ ?! რა მისცა მათ მატერიალური საქართველომ საერთოდ ? მაგრამ , სისხლი , ჯიში , გენი მისცა -ყველაფერზე უმეტესი - აი რა მისცა . ამდენი კლიმენტიჩს არ ესმის , იმიტომ , რომ კლიმენტის არ ესმის , კლიმენტი არ ვარგა ქართველად და მაგაშია საქმე . აბა ელიტური ნაკრები გვყავდეს დღეს , მერე რას იტყვიან კლიმენტიე და კლიმენტიჩი , ნახავდით მაშინ.მაგათ არ ესმით , რომ სამშობლო როგორიც გაქვს , ისეთი უნდა გიყვარდეს და თუ რაიმე შეგიძლია გაუკეთო , უნდა გაუკეთო კიდეც . სხვანაირად , არ ხარ ქართველი , გვარი გაქვს მხოლოდ ქართული და მალე ,,შენი კარტულიც დაგავიცკდეს იკნებ სულ " .
gerd miuleri
15:38 16-04-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული