ბრესტის "დინამოს" ნახევარმცველი ელის ბაკაი თვლის, რომ მსოფლიო დონის მეგავარსკვლავებს, ტურინის "იუვენტუსისა" და კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდებს - კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის ბელარუსის ფეხბურთელების შურთ.
"ვფიქრობ, რომ რონალდოს და მესის ბელარუსის ფეხბურთელების შურთ, იმიტომ, რომ მხოლოდ აქ არის შესაძლებელი ფეხბურთის თამაში. როცა ვარჯიშს ვამთავრებ, ვცდილობ, დაუყოვნებლივ სახლში აღმოვჩნდე, გარეთ უსაფრთხოება დაცული არ არის", - განუცხადა ბაკაიმ BBC-ს.
შეგახსენებთ, მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება კორონავირუსის გამო შეჩერებულია, თუმცა ბელარუსში ფეხბურთის ჩემპიონატი დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს.