"მიდტიულანდი" სტადიონის წინ ავტოკინოთეატრს მოაწყობს

AutoSharing Option
დანიის "მიდტიულანდმა" მოიფიქრა, კორონავირუსისას" როგორ მიიზიდოს სტადიონთან გულშემატკივრები.

ქალაქ ჰერნიგის კლუბი არენის 2 000-ადგილიანი ავტოსადგომის წინ კინოთეატრს მოაწყობს. ამჟამად "მიდტიულანდი" აღნიშნულ საკითხზე პოლიციასთან და მუნიციპალიტეტთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

სტადიონის წინ რამდენიმე ტელეეკრანის დაყენებას და მატჩების ტელეტრანსლირებას აპირებენ.

დანიაში ჩემპიონატი აგვისტომდე შეჩერებულია. "მიდტიულანდი" 24 ტურის შემდეგ ლიდერია და მეორეადგილოსან "კოპენჰაგენს" 12 ქულით უსწრებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული