მესი ტოპ 10 ტექნიკურ ფეხბურთელს შორის მე-5-ზე გავიდა, რონალდო ათეულშიც ვერ მოხვდა

AutoSharing Option
პორტალი GiveMeSport-ი ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელებს არჩევდა. მოქმედი ფეხბურთელებიდან ათეულში მხოლოდ ორი მათგანი შევიდა: ლიონელ მესი (მე-5 ადგილი) და ანდრეს ინიესტა (მე-8 ადგილი).

მთლიანი სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. დიეგო მარადონა
2. რონალდინიო
3. იოჰან კრუიფი
4. ზინედინ ზიდანი
5. ლიონელ მესი
6. ჯორჯ ბესტი
7. ტიერი ანრი
8. ანდრეს ინიესტა
9. ანდრეა პირლო
10. ხავი

აღსანიშნავია, რომ მე-12 ადგილზე ნეიმარი დასახელდა, ხოლო მე-13-ზე - კრიშტიანო რონალდო.

მკითხველის კომენტარები / 40 /
მესი და მარადონა მიყვარს, ზოგადად არგენტინის ქომაგი ვარ, მარა ვფიქრობ, რომ რონალდინიოზე ტექნიკური არავინ ყოფილა არასდროს, რაც ტექნიკაა, ფინტი და მოტყუება მისნაირი არასდროს მინახავს
ნოდო
21 აპრილი 2020 14:42
1
ვინც შეადგინა რობერტო ბაჯო თუ სმენია ესეღი სახელი? და თუ კრუიფამდე ჩავიდნენ მიშა მესხი არსებობდა.
ამ სიაში ჩამოთვლილებს ბევრი ბრაზილიელი ჯობდა მაგალითად კაკა, რივალდო, ზიკო რავიცი მილიონი შეიძლება მაგათ წინ დადგეს რა ბოდვაა მეორე კლასელის სიაა?
Me
21 აპრილი 2020 11:49
1
სისულელეა,ეს ყველაფერი.ყველა დროს სხავადასხვანაირი ტაქტიკა და ტექნიკა ჰქონდა ,დროის შესაბამისი.ყველა ამ ფეხბურთელის თამაშის სტილიც და შესბამისად ტექნიკაც,ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება და მათი შედარებისას,ობიექტური ვერ იქნები.მაგალითად გერდ მიულერი,ერთი შეხების ფეხბურთელი იყო.შეიძლება ერთხელ შეხებოდა მთელი თამაშის განმავლობაში და იმ ერთი შეხებით გაჰქონდა გოლი.არ არის ეს სუპერტექნიკა?მგონი არის.ასევე ამ სიაში არ ჩანან ძველი დროის ფეხბურთელები,მათი ჩანაწერები,ძალიან ცოტაა შემორჩენილი და აღარც ის ხალხი დარჩა ბევრი,ვისაც მათი თამაში ახსოვს.პელე,ფეხბურთის მეფე,ათეულის ღირსიც არ არის?ჟაირზინიო,მსოფლიოს ჩემპიონატზე,საჯარიმოს წინ,თითქმის ნახევარი წუთი იდგა ბურთით და სანამ მცველს, ფეხებს შორის არ გაუძვრინა,ადგილიდან არ დაიძრა.ან გარინჩა არაფერი იყო?პაიჭაძეს შეეძლო და გაუკეთებია,ცენტრიდან ბურთის წაღება,ხაზის გამრუდების გარეშე მთელი დაცვის მოტყუება და გოლის გატანა.გაიოზ ჯეჯელავას შეეძლო კუთხურის ალმიდან ხაზის გასწვრივ წასვლა და ბურთიანად შესვლა,კარში.მესხის ტექნიკა და პასის სიზუსტე,გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ჯორჯ ბესტი,მაგრამ მისი თამაში ევროპას მხოლოდ ნაკრებში თამაშისას შეეძლო ენახა,ბესტი კი,სულ მათ თვალწინ იყო და ის აღიარეს.ასე რომ ნუ ინერვიულებთ მეგობრებო.ის რომ იმ ძველი ვარსკვლავების თამაში, ამ სიის შემდგენლებს არ უნახიათ,არ ნიშნავს,რომ ისინი უარესები იყვნენ.ამით ამ ფეხბურთელებს,არაფერი აკლდებათ.
სოსო
21 აპრილი 2020 17:39
0
ამ პორალის აზრით კიჭა რონალდოს საერთოდ ტექნიკური ფეხბურთი არ უთამაშია. სერიოზული პორტალი ყოფილა :D
gio
21 აპრილი 2020 11:04
2
აბა?-ს
მე რა დავწერე და შენ რას მიკომენტარებ. ჯერ დაფიქრდი და ისე ატყაპუნე თითები კლავიატურაზე
gio
21 აპრილი 2020 12:41
3
ვაიმეეეე გიო-ამაშია//// ეგ რა მოგივიდათ? მრინავ ტერმინატორს როგორ აკადრეს მე13-ე ადგილი?
აბა?
21 აპრილი 2020 11:45
6
1-ზე მესი, მესი, მესი! ინიესტას, როლანდინიოს, კრუიფის, და პირლოს გარდა, დანარჩენები ვინ ჩემი შიმბილები არიან?
გოჩა
21 აპრილი 2020 11:49
15
არის პელე მეფე და მერე დანარჩენები.ფეხბურთელმა მოედანზე უნდა დაამტკიცოს თავისი ძალა და არა ქაღალდზე.ვერაფერს რომ ვერ მოიგებ და ოქროს ბურთს მოგცემენ როგორ შეიძლება გამოკითხვას ენდო.
მორიგი სისულელე
21 აპრილი 2020 11:05
17
ამაშიებო//// არ გესიამოვნათ? როლანდო სად ხარ ბიჭოოოოოოო, უი მე13-ეზე გადასკუპებულა მფრინავი კრიშტიანო.
აბა?
21 აპრილი 2020 11:40
7
ეხლა შენ რო რამე გაიგო უნდა დაგიჯდეს ვინმე ნორმალური(ნერვები რო არ დააწყვიტო) და აგიხსნას, ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს და ერთი კაცი თუნდაც შენი საყვარელი რონალდუც ვერაფერს მოიგებს მარტოკა. ანუ ორი ყველაზე საშუალო დონე ფეხბურთელი ოფლში გაწურავს. მესის საშუალოდ მინიმუმ ორი უფრო სამი ოთხი კაცი დასდევს, განსხვავებით პორტუგალიელი ინდაურისა, რომელიცც იმაზეც კი ისტერიკებს მართავს ვინმე მის დარტყმულს რო მიმართულებას შეუცვლის. 2014 გერმანიამ დაამარცხა ფინალში არგენტინა 1-0. და 23 გერმანელი ფეხბურთელი ჩემპიონი გახდა. ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი კი მესი გახდა. რა უნდა გითხრა ამაზე მეტი? გაიგეეთ: ფეხბურთი ტენისი არ არის არც ჭადრაკია. აი ამას რო აითვისებთ მერე ილაპარაკეთ საუკეთესო ფეხბურთელებზე. და არ მოყვეთ ისტორიები როგორ დაათრევს ერთი რონალდუ 10 პორტუგალიელს. ხო ისიც ნახე იმ ნაკრებში გატანილი გოლები ვისთან აქვს გატანილი. ან თუ გაუტანა ბრაზილიას(რომელსაც მესი ჰეთრიკს უკეთებს) გერმანიას და ასე შემდეგ. ლუქსემბურთან და სან მარინოსთან გატანილი გოლებით ნუ იხვევთ თავბრუს.
ვერაფერს რო ვერ მოიგებ?
26 აპრილი 2020 20:36
0
ეტყობა ამ სულელური სიის შემდგენს მაგარი ბოღმა და შური აქვთ პელესი და კრიშტიანოსი,მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების საუკეთესო ფეხბურთელების.არის რამდენიმე ფილმი პელეზე და მისი ნახვის შემდეგ დარწმუნდებით რომ ერთი თავით მაღლა დაგას ყველაზე.რაც შეეხება კრიშტიანოს ჩ.ლ-ზე 129 გატანილ ბურთს და ნაკრებში გატანილ 99 ბურთს თურმე ტეხნიკა არ ჭირდება.ათეულის რამდენიმე ფეხბურთელზე მეტი ბურთი მფრინავს თავით აქვს გატანილი.ზოგიერთი ჩლუნგის აზრით თავით გატანას ტეხნიკა არ ჭირდება.უბრალოდ ბოღმა ყველაზე წარმატებული ადამიანის მიმართ როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ.
რამდენი ავადმყოფია ამ ქვეყანაზე
22 აპრილი 2020 11:12
5
ronaldinio pirvelia... zogadad brazilielebi sauketesoebi arian mag komponentshi. magari gamokitxvaa ateulshi anria da berkampi ara.
ronaldinio
21 აპრილი 2020 15:38
3
პირველ ადგილს ვეთანხმები, დანარჩენი არეულია.
100%
21 აპრილი 2020 13:47
8
ვიღაცამ მგონი მაგრა იღადავა :) აბა ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელების სიის ათეულშიც კი რომ არ შეიყვან პელეს, ღადაობაა, მა რა! :) ))))))))))))
დავითი
21 აპრილი 2020 23:28
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული