ლეგენდარული ბრაზილიელი ფორვარდი რონალდო საუბრობს პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოზე.
"სავარაუდოდ, რონალდუს აღიზიანებს საუბრები, რომ ნამდვილი რონალდო მე ვარ, ხოლო ის - მეორეა, - აცხადებს რონალდო, რომლის გვარი ლათინურად ისე იწერება, როგორც ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოსი. - მაგრამ ყველა ამ შედარებას აზრი არ აქვს.
ადამიანების და მათ შორის, ფეხბურთელების შედარება არ შეიძლება. რონალდო ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ისე შევა, რომელიც გამორჩეული არის ულამაზესი გოლებითა და მრავალი წლის განმავლობაში სტაბილური თამაშით. იგივე ეხება ლიონელ მესის და სხვა თანამედროვე ვარსკვლავებს".
ეს განცხადება,
რონალდომ ფაბიო კანავაროსთან საუბარში გააკეთა.