გიორგი ჯიქიამ ჩემპიონატის დასრულების საკუთარი ვარიანტი გაახმოვანა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ რუსეთის პრემიერლიგის დასრულების საკუთარი ვერსია "როსია 24-ის" პირდაპირ ეთერში წარმოადგინა.

"ჩემპიონატის დამთავრების საკუთარი ვარიანტი შემიძლია გაგანდოთ. შეიძლება ვინმეს მოეწონოს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა. გადავიაროთ ეს ეპიდემია და ჩემპიონატი მშვიდად დავასრულოთ დეკემბრამდე. შემდეგი სეზონიდან კი, როგორც ადრე იყო, "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემით ვითამაშოთ. ასე გამოვა 1 სათამაშო წელი.

ზაფხულში შესვენება იქნება და არც 8 დეკემბერს მოგვიწევს ფეხბურთის თამაში. შეჯიბრება მარტში დაიწყება და ნოემბერში დამთავრდება, როგორც ადრე იყო. რატომაც არა?" - განაცხადა ჯიქიამ.

მოგეხსენებათ, რუსეთის პრემიერლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების 5
წევრი გამოდის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული