შვედეთში ჩემპიონატის განახლება 14 ივნისისთვისაა დაგეგმილი. სამივე დივიზიონის კლუბებმა მზადყოფნა გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ მატჩებზე დასწრებას გულშემატკივრებს არ აუკრძალვენ.
მიუხედავად ამისა, ქვეყნის ფეხბურთის კავშირი აცხადებს, რომ ჩემპიონატების განახლების თარიღი შეიძლება შეიცვალოს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედეთში ტურნირების განახლებას აპრილის დასაწყისში აპირებდნენ. ამ ქვეყანაში კარანტინი მოქმედებს, თუმცა რესტორნები, სკოლები, საბავშვო ბაღები და სპორტული დარბაზები ფუნქციონირებს.
სრულიად საპირისპირო სიტუაციაა ნიდერლანდებში, სადაც სექტემბრამდე ყველა სპორტული ღონისძიების ჩატარება აკრძალეს.