იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ იმაზე ისაუბრა, თუ რას ნანობს ყველაზე მეტად.
"მე უკანასკნელი წლების უდიდესი ტალანტი ვიყავი, რომელმაც ყველაფერი გააფუჭა. არაფერი გამოგივა, როდესაც არ გინდა ვარჯიში, სხვებს შეურაცხყოფას აყენებ და დილიდან საღამომდე კამათობ.
უგუნური გენიოსი, რომელმაც ზღვარი არ იცის. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. მე მართლაც არაერთი შეცდომა დავუშვი.
ბავშვები შენ გცვლიან. 20 წლისას შვილები რომ მყოლოდა, რაც შესაძლებელი იყო, ყოველივე ცუდს ვასწავლიდი. მეუღლემ გამომასწორა. მისით ვამაყობ.
ყველაზე დიდი იმედგაცრუება - 23 წლის ბიჭი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, სადაც შენი
ფიგუსა და ოუენს ეფექტურად ვცვლიდი, ურიგოდ არ გამოვიყურებოდი, თუმცა სისულელეებს ჩავდიოდი. "რეალში" კაპელო მოვიდა. ვარჯიშებზე 16 კილო დავიკელი, 3 მატჩში 2 გოლი გავიტანე, მეოთხე შეხვედრაში კი სათადარიგოთა სკამზე დამსვა.
გაცოფებული ვიყავი, მაგრამ თუ კაპელოს პატივისცემით არ ეპყრობი, ის გუნდიდან გაგაგდებს. მანაც მომცა კიდევ ერთი შანსი.
მან ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა, მე კი საპასუხოდ - პრაქტიკულად არაფერი", - განუცხადა კასანომ Football Italia-ს.