უეფამ ჩემპიონატების დასასრულებლად კონკრეტული თარიღი დაასახელა

AutoSharing Option
გუშინ, 23 აპრილს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც დასახელდა კონკრეტული თარიღი, თუ როდის უნდა დაასრულონ ევროპულმა ჩემპიონატებმა სეზონი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატები არაუგვიანეს 3 აგვისტოსი უნდა დასრულდეს. ამასთანავე, ფედერაციები ვალდებულნი არიან, დამთავრების გეგმა 27 მაისამდე წარმოადგინონ.

ევროპულ პრესაში ასევე დაიწერა, რომ უეფამ ქვეყნებს ჩემპიონატების დასასრულებლად მინი-ტურნირების ან სეზონის პლეი-ოფის სისტემით დასრულება შესთავაზა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო სახელმწიფოებს უფლება აქვთ, ეროვნული ჩემპიონატები ნაადრევად დაასრულონ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული