კორონავირუსის გამო სამხრეთ კორეაში ჩემპიონატი შეჩერებულია და მისი განახლება 8 მაისსაა დაგეგმილი.
"დეილი მეილის" ცნობით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით ფეხბურთელებს მატჩებისას ფურთხება და ერთმანეთთან დალაპარაკება აეკრძალებათ.
"ფურთხების აკრძალვა პრობლემა არ არის, მაგრამ პარტნიორებთან დალაპარაკება საჭიროა. თუ ერთმანეთს ვერ გამოველაპარაკეთ, თამაშს საერთოდ ვერ შევძლებთ", - დაიჩივლა "ინჩხონ იუნიტედის" კაპიტანმა კიმ დო ჰეკმა.
ფეხბურთელებს აგრეთვე მატჩების დაწყების წინ ხელის ჩამორთმევა აეკრძალებათ, ხოლო მწვრთნელებს სამედიცინო პირბადეების გაკეთება დაევალებათ.