ფიფას სამედიცინო კომიტეტის თავკაცი მიშელ დ'ჰოგე ამბობს, რომ იმისათვის, რათა კორონავირუსის გავრცელება არ დაუშვან, ფეხბურთელებმა მოედანზე თავიანთი საქციელის კორექტირება უნდა მოახდინონ. სახელდობრ, აუცილებელია, მათ ფურთხება აუკრძალონ.
"ეს ფეხბურთში მიღებული პრაქტიკაა და ჰიგიენური არ არის. როდესაც ფეხბურთი განახლდება, ამას მაქსიმალურად უნდა მოერიდონ.
საკითხავია, შევძლებთ კი? შესაძლოა, ფურთხებისათვის მოთამაშეების ყვითელი ბარათით დასჯა გახდეს საჭირო", - განუცხადა დ'ჰოგემ "ტელეგრაფს".
მეცნიერების მტკიცებით, ნერწყვი შეიძლება გაზონზე რამდენიმე საათის განმავლობაში დარჩეს და ეპიდემიის გავრცელებას ხელი შეუწყოს.