დასახელდა ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელი, მოურინიო სიაში ვერ მოხვდა

AutoSharing Option
პორტალმა FourFourTwo-მ ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო მწვრთნელების ასეული შეადგინა. გთავაზობთ პირველ ათეულს:

1. ალექს ფერგიუსონი ("აბერდინი", შოტლანდიის ეროვნული ნაკრები, "მანჩესტერ იუნაიტედი")
2. რინუს მიხელსი ("აიაქსი", "ბარსელონა", ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები, "კიოლნი", "ბაიერი")
3. იოჰან კრუიფი ("აიაქსი", "ბარსელონა")
4. ბილ შენკლი ("ლივერპული")
5. პეპ გვარდიოლა ("ბარსელონა", "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი")
6. არიგო საკი ("პარმა", "მილანი" იტალიის ეროვნული ნაკრები, "ატლეტიკო")
7. მეტ ბასბი ("მანჩესტერ იუნაიტედი", შოტლანდიის ეროვნული ნაკრები)
8. ელინიო ერერა ("ატლეტიკო", "სევილია", "ბარსელონა", ესპანეთის ეროვნული ნაკრები, "ინტერი", იტალიის ეროვნული ნაკრები, "რომა")
9. ერნსტ ჰაპელი ("დენ ჰააგი", "ფეიენოორდი", "სევილია", "ბრიუგე", ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები,
"სტანდარდი", "ჰამბურგი", ავსტრიის ეროვნული ნაკრები)
10. ვალერი ლობანოვსკი ("დნეპრი", კიევის "დინამო", სსრკ-ის ნაკრები, უკრაინის ეროვნული ნაკრები)

გასულ წელს იგივე რეიტინგი France Football-მა შეადგინა, სადაც პირველ ადგილზე რინუს მიხელსი იყო, ხოლო მეორეზე - ალექს ფერგიუსონი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ფეოლა?
ვარლამა
10:22 30-04-2020
2
რითი განისაზღვრება ეს რეიტინგი? ტიტულებით? რაიმე სხვა კრიტერიუმით? ფერგიუსონმა 26 წელი იმუშავა მანჩესტერში!!! 26 წელი!!! 2 ლიგა მოიგო და 13 პრემიერლიგა. შედეგები კარგია, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები მაგალითად რატომ არ არიან სიაში დელ ბოსკე, ლიპი. გვარდიოლაზე ნაკლები ტიტულები ნაღდად არ აქვთ ამ სპეციალისტებს, პლუს ორივე მსოფლიო ჩემპიონია (დელ ბოსკე ევროპის ჩემპიონიცაა). მოურინიოსაც არანაკლები ტიტული აქვს ვიდრე ვთქვათ გვარდიოლას. რა ლოგიკითაა გამოთვლილი ეს რეიტინგი:)? თორემ გვარდიოლა შეიძლება ბევრს ჯობია კიდეც
eeeeee
11:43 30-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული