წყაროს ცნობით, მხარეებმა, საფრანგეთის სიტუაციისგან განსხვავებით, ჩემპიონატის გაგრძელება და მისი დასრულება გადაწყვიტეს. ფეხბურთი პორტუგალიაში მაისის ბოლოს დაბრუნდება, თუმცა გულშემატკივარი სტადიონზე მისვლას ვერ შეძლებს. შესაბამისად, ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის. მსგავსი გადაწყვეტილება უსაფრთხოების წესებზე დაყრდნობით მიიღეს.
ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტში სატურნირო ცხრილში "პორტუ" 60 ქულით ლიდერობდა, მეორეზე "ბენფიკა" 59 ქულით იყო, ხოლო მესამეზე "ბრაგა" 49 ქულით განთავსდა.
L’Equipe: საფრანგეთში სეზონი არ განახლდება