პორტუგალიის ჩემპიონატი მაისის ბოლოს განახლდება

AutoSharing Option
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა და ფეხბურთის განახლების გეგმაზე ესაუბრა. 

წყაროს ცნობით, მხარეებმა, საფრანგეთის სიტუაციისგან განსხვავებით, ჩემპიონატის გაგრძელება და მისი დასრულება გადაწყვიტეს. ფეხბურთი პორტუგალიაში მაისის ბოლოს დაბრუნდება, თუმცა გულშემატკივარი სტადიონზე მისვლას ვერ შეძლებს. შესაბამისად, ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის. მსგავსი გადაწყვეტილება უსაფრთხოების წესებზე დაყრდნობით მიიღეს. 

ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტში სატურნირო ცხრილში "პორტუ" 60 ქულით ლიდერობდა, მეორეზე "ბენფიკა" 59 ქულით იყო, ხოლო მესამეზე "ბრაგა" 49 ქულით განთავსდა. 

altL’Equipe: საფრანგეთში სეზონი არ განახლდება


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული