დორტმუნდის "ბორუსიას" ნორვეგიელმა ფორვარდმა ერლინ ჰოლანმა პსჟ-ის ფეხბურთელების მხრიდან მისი მისამართით "დადგმულ" პროვოკაციას უპასუხა.
"ვფიქრობ, ისინი ძალიან დამეხმარნენ მედიტაციის უფრო მეტ ადამიანამდე მიტანაში. მედიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ამიტომ ამ საქმეში გაწეული დახმარებისთვის მათი მადლობელი ვარ", - თქვა ახალგაზრდა ფორვარდმა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური საპასუხო მატჩის წინ ჰოლანმა სოციალურ ქსელ Snapchat-ში გამოქვეყნებულ ფოტოს დააწერა - "პარიზი ჩემი ქალაქია და არა თქვენი."
გატანილი გოლის შემდეგ ნეიმარმა მედიტაციის პოზა მიიღო. სწორედ ამ ფორმით აღნიშნავს ხოლმე გოლს ერლინ ჰოლანი, რომელმაც გუნდების პირველ შეხვედრაში დუბლი
შეასრულა.
პსჟ-ის ფეხბურთელებმა მატჩის დამთავრების შემდეგ "კოლექტიურ მედიტაციას" მიმართეს და ფოტოც გადაიღეს. აღნიშნული მოქმედება ბევრმა შეაფასა ნეგატიურად, მათ შორის, ცნობილმა ბრიტანელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა.
მომზადებულია ESPN-ის მიხედვით