ვენგერი: მესი სულ მარადონას ჩრდილში იქნება, თუ...

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთელმა არსენ ვენგერმა საკუთარი აზრი გამოთქვა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონას შესახებ.

"მარადონაში არის რაღაც დიდებული. ის მხატვარი იყო, გენიოსი, დიეგოს საკუთარი სამყარო ჰქონდა. ყველას გვინდა ვიყოთ მარადონა და არ გვადარდებს ის სისულელეები, რომლებიც მან ცხოვრების მანძილზე ჩაიდინა, იმიტომ ის ისეთია, როგორიც არის. მარადონა ნამდვილია.

უცნაურია, არგენტინას დღესაც ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა მათ მსოფლიო თასის მოგება მაინც ვერ მოახერხეს. ლიონელ მესიმ იცის, თუ ამას ვერ მოახერხებს, მუდამ მარადონას ჩრდილში მოუწევს ყოფნა. საინტერესო ის არის,
რომ მესი ხასიათებით მარადონას საპირისპიროა, ის უფრო ღია იყო და ადამიანებთან ურთიერთობა უყვარდა. მესი კი მშვიდია, მუნჯი, ცოტას ლაპარაკობს.

ეჭვგარეშეა, ორივე მათგანი გენიოსია. მესიმ საკლუბო დონეზე უფრო მეტი რამ მოიგო. იმისათვის, რომ აბსოლუტური აღიარება მოიპოვოს, მას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სჭირდება,"- განაცხადა ვენგერმა.

მომზადებულია infobae.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 25 /
baba პასუხს კომენტარების ლაიკ-დისლაიკის შეფარდებით მიიღებ, ვერ დაგითვლია? სანამ დიეგოს თამაშების მხილველნი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მესის ვერ მისცემენ უპირატესობას. ღმერთის წყალობით დიდი დრო არ გასულა, ჯერ ბევრნი ვართ და გვახსოვს. მესი მართლაც უცხოპლანეტელი გენიოსია, მაგრამ ლიდერი არაა, მოკალი თუ გინდა. მარადონა მოედანზე მართავდა გუნდს, ნებისმიერს, სადაც კი უთამაშია. არგენტინელები ამაზე არც კი დავობენ...ბრაზილიელს რომ ჰკითხო ვინ არის საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი, უმეტესობა გარინჩას გიპასუხებთ. სიღატაკეში გარდაიცვალა ლოთობით. დღევანდელ თაობას ნანახი კი არა გაგონილი არა აქვს. მოვა დრო როცა დღევანდელ ვარსკვლავებს აღარც კი ახსენებენ, ასე რომ მის სამშობლოში ვინც მეტად უყვარდათ ის მეტად დაამახსოვრდებათ...მოედნის გარეთ რასაც მიჰქარავს მარადონა რათქმაუნდა მის სახელ არცხვენს, მაგრამ მოედანზე...
emigranti
19:19 08-10-2020
0
13 clis mere argentinashi arucxovria tips. Aseve espanetis moqalaqeoba aqvs da rato gikvirt rom nakrebshi ar aris produqtiulu arvici. Da kide marto nakrebis temas roca ityvit gaixsenet zidani romelmac igive gaaketa or msoflio chempionatze.
Milani
08:04 04-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული