
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ არგენტინელი თავდამსხმელები დიეგო მარადონა და ლეო მესი შეადარა ერთმანეთს.
"მარადონა 4-5 წელი ახდენდა საოცრებებს, თუმცა მესი იმავეს უკვე 15 წელია აკეთებს.
მან 710 გოლი გაიტანა და 300 საგოლე გადაცემა გააკეთა. როდესაც მესი თამაშობს, მისი გუნდი უკვე 1:0-ს იგებს. მარადონას ფანები ამას უნდა შეეგუონ. არის ვიღაც, ვინც დიეგოს აჯობა", - ციტირებს კასანოს Football Italia.