რონალდომ დედას 100-ათასევროიანი "მერსედესი" აჩუქა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ დედას, დოლორეს ავეირუს დედის დღესთან დაკავშირებით Mercedes GLC Coupe აჩუქა.

ავტომობილის ფასი დაახლოებით 100 ათასი ევროა. დოლორესმა მანქანასთან სურათი გადაიღო, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და შვილს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

2 მარტს 65 წლის დოლორესმა ინსულტი გადაიტანა და ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. დედის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ რონალდომ ექიმებს მადლობა გადაუხადა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამდენს იმიტომ უხდიან რომ თვითონ 10-ჯერ მეტს გამოიმუშავებენ.
ასეა ეს
12:37 04-05-2020
1
ამ ქალბატონმა მსოფლიოს აჩუქა გამორჩეული სპორტსმენი რომელიც მილიონობით ადამიანს ახარებს თავისი თამაშით.ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას.
ასეა ეს
10:15 04-05-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული