"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავის, ანდრეს ინიესტას შესახებ ისაუბრა.
"ინიესტა იყო ის, ვისი თამაშისთვის თვალის მიდევნება მიყვარდა. ინიესტა 8 და 10 ნომრების ნარევი იყო. ეს ის პოზიციაა, რომელზეც ყველაზე კარგად შემიძლია თამაში.
ანდრესი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ბურთის დაჭერა და გარისკვა უყვარს. მიმაჩნია, რომ ინიესტა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ძალიან მიკვირს, რომ მან კარიერა "ოქროს ბურთის" გარეშე დაასრულა. ძალიან რთულია ამის გაგება, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ტიტულის მოგება მოახერხა", - თქვა ბრუნო ფერნანდეშმა.