ბრაზილიური გუნდის, "ბოტაფაგოს" ვიცე-პრეზიდენტი რიკარდო როტენბერგი "ბაიერნისა" და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ არიენ რობენს დაუკავშირდა და კარიერის განახლების შესახებ საინტერესო წინადადებით მიმართა.
"მე დავუკავშირდი რობენს, ჩვენ მას წინადადებით მივმართეთ. - ციტირებს როტენბერგს VTBL. - მარტივი არ იქნება, მას გარკვეული პერიოდია, რაც არ უთამაშია. თუ ის დაბრუნებას გადაწყვეტს, ჩვენთან ის 4-ჯერ მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე სხვაგან."
შეგახსენებთ, 36 წლის რობენმა კარიერა გასულ წელს დაასრულა. მან "ბაიერნში" 10 სეზონი გაატარა. 309 მატჩში არიენმა 144 გოლი და 101 საგოლე გადაცემა მიითვალა.