პაპუნაშვილის მომავალი - ლა ლიგა, სეგუნდა ან სხვა ჩემპიონატი

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა ElDesmarque Zaragoza აქვეყნებს სტატიას "სარაგოსას" შესახებ და მათ შორის, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილის შესახებაც წერს.

სტატიის ავტორის მიხედვით, "პაპუსა" და ხულიან დელმასისთვის "სარაგოსაში" თავისუფალი ადგილი დარჩენილი არაა. გუნდი მომავალი სეზონისათვის გაძლიერებას გეგმავს. კლუბს ისეთი ფეხბურთელები სჭირდება, რომლებიც ორივე გეგმის შემთხვევაში გამოადგება.

მოგეხსენებათ, "სარაგოსა" სეგუნდა დივიზიონის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა 55 ქულით და "კადისს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ეს პოზიცია კლუბს აძლევს საშუალებას, მოხვდეს ლა ლიგაში. თუმცა არსებობს შანსი, რომ კლუბს ისევ ესპანეთის მეორე ლიგაში მოუწიოს დარჩენა.

გამოცემის
მიხედვით, ორივე ფეხბურთელის ("პაპუ" და დელმასი) წარმოდგენა "სარაგოსას" პროექტში რთულია. არცერთი მათგანი არ განიხილება გუნდის წევრად, თუ კლუბი ლა ლიგაში გადასვლას შეძლებს, თუმცა სეგუნდაში დარჩენის შემთხვევაშიც მათი მომავალი გაურკვეველია.

"პაპუს" არასაკმარისი წუთების გამო კლუბის იჯარის წესით დატოვება მოუწია და სეზონის მეორე ნახევარი სანტანდერის "რასინგში" გაატარა. კანტაბრიულ კლუბში საჭირო წუთები მიიღო, თუმცა საკუთარი ადგილის პოვნა მაინც გაუჭირდა. სწორედ ამიტომ, რთულია იმის წარმოდგენა, რომ ის კვლავ ძირითადის ფეხბურთელი იქნება.

გამოცემისვე ცნობით, ქართველს შეუძლია ევროპულ, შედარებით უფრო დაბალი დონის ლიგაში განაგრძოს კარიერა და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემებიც არ ექნება.

გადაწყვეტილი არაფერია და ეს მხოლოდ სტატიის ავტორის აზრია. გიორგიმ შესაძლოა ლა ლიგაში ითამაშოს ან სეგუნდა დივიზიონში დარჩეს, ანდაც კარიერა სხვა ქვეყანაში განაგრძოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული